ბათუმი-გოდერძის მიმართულებით სამარშუტო ვერტმფრენი იფრენს

2017-2018 წლებში ბათუმი-გოდერძის მიმართულებით, სამარშუტო ვერტმფრენის ამოქმედებაა დაგეგმილი.

ინფორმაციას ამის შესახებ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

ვერტმფრენი 6 ადამიანზე იქნება გათვლილი და პროექტის განხორციელებისთვის ბიუჯეტიდან 300 ათასი ლარი გამოიყოფა.

ამავე პერიოდში, კურორტის შიდა 3 კილომეტრიანი საავტომობილო გზის მშენებლობა, ეთნოგრაფიული მუზეუმისთვის განკუთვნილი შენობის შეძენა და მოწყობა, 112-ის ობიექტებისათვის შენობის მშენებლობა, კურორტის პოპულარიზაციის მიზნით, ყოველწლიური ტრადიციული ღონისძიებების (სამთო ველოსპორტში, Off-Road, Goderdzi Ethno Fest“ და ა.შ) გამართვაც იგეგმება.