ობამამ ვაშინგტონში 8.1 მილიონ დოლარად ღირებული სახლი შეიძინა

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის ოჯახმა ვაშინგტონში მდებარე ის სახლი იყიდა, რომელსაც აქამდე ქირაობდა.

9-საძინებლიანი, 8-აბაზანიანი ქვის სახლი, კალორამას სამეზობლოშია განთავსებული. ბარაკ ობამამ სახლის სანაცვლოდ 8,1 მილიონი დოლარი გადაიხადა. 770 კვადრატული მეტრის შენობა გამკაცრებული ზედამხედველობის ქვეშ არის.

აღსანიშნავია, რომ ამავე სამეზობლოში ცხოვრობს „ამაზონის“ დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი, რომლის სახლიც 23 მილიონი აშშ დოლარად არის შეფასებული. ობამას მეზობლები არიან აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის შვილი, ივანკა ტრამპი და სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი. ამ უკანასკნელმა კალორამას სამეზობლოში მდებარე სახლი თებერვალში 5.6 მილიონ დოლარად შეიძინა.

ობამების ოჯახი ვაშინგტონში დარჩენას იქამდე გეგმავს, ვიდრე უმცროსი ქალიშვილი, 15 წლის საშა სკოლას არ დაამთავრებს.

ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი და მისი მეუღლე, იანვარში თეთრი სახლის დატოვების შემდეგ, მსოფლიოს მასშტაბით მოგზაურობდნენ.

იხილეთ ასევე: სად იცხოვრებს ობამა პრეზიდენტობის შემდეგ