მსოფლიოში შაქრის გაიაფებას პროგნოზირებენ

2017-2018 წლების სეზონში ევროკავშირში, რუსეთსა და უკრაინაში შაქრის ჭარხლის ნაკვეთების ზრდა პროდუქტზე დეფიციტს შეამცირებს, რაც ნიუ იორკის ბირჟაზე შაქრის გაიაფებას გამოიწვევს.

შაქრის საერთაშორისო ორგანიზაციის ანალიტიკოსთა პროგნოზით, ჭარბი მოსავალია მოსადლონელი ტაილანდსა და ინდოეთშიც.

მსოფლიო ბაზარზე უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში შაქარის მიწოდებასა და მოთხოვნას შორის ბალანსი დეფიციტური იყო. თუმცა, ანალიტიკოსთა პროგნოზით, 2017-2018 წლების სეზონზე დეფიციტიც დაბალანსდება.

Standard&Poor’s-ის განცხადებით, 2017-2018 წლების სეზონზე მსოფლიო პროფიციტი შაქარზე 3 მილიონ ტონას მიაღწევს.