სიგარეტის ნაწარმის აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვის ფაქტზე ორი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული სიგარეტის ნაწარმის, აქციზური მარკის გარეშე, გადაზიდვის ფაქტზე, საქართველოს ორი მოქალაქე დააკავა.

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებს, რეალიზაციის მიზნით გადაჰქონდათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით, აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული უაქციზო სიგარეტი Marlboro.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მესამე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6- დან 8 წლამდე ვადით.