დიმიტრი ქუმსიშვილი საგამოძიებო სამსახურის ახალ უფროსს დღეს წარადგენს

ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი საგამოძიებო სამსახურის ახალ უფროსს დღეს წარადგენს. როგორც ფინანსთა სამინისტროდან იუწყებიან, წარდგენა 17:00 საათზეა დაგეგმილი.

„ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობას, სავარაუდოდ, ლევან გამყრელიძე დაიკავებს. ლევან გამყრელიძე ამ დრომდე შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობდა.

როგორც ცნობილია, საგამოძიებო სამსახურის უფროსმა გიორგი ბადაშვილმა თანამდებობა რამდენიმე დღის წინ დატოვა. ის გუშინ მთავარი პროკურორის მოადგილედ დაინიშნა.