დავით ნარმანიას ინფორმაციით, მერიის სისტემაში ადმინისტრაციული ხარჯები დაახლოებით 13%-მდე შემცირდა

დედაქალაქის მერის, დავით ნარმანიას ინფორმაციით, მერიის სისტემაში ადმინისტრაციული ხარჯები დაახლოებით 13%-მდე შემცირდა.

ასე გამოეხმაურა დავით ნარმანია საჯარო სამსახურში დანამატების ზრდასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას.

"ჩვენ ადმინისტრაციული ხარჯების შემცირების პოლიტიკა გავატარეთ და დაახლოებით, 13%-მდე შემცირდა მერიის სისტემაში ადმინისტრაციული ხარჯები. მათ შორის, 10%-ზე მეტით შემცირდა საპრემიო და დანამატების ფონდი",- განაცხადა დავით ნარმანიამ.