გლდანის რაიონში ძლიერმა სეტყვამ მოსახლეობას ავტომანქანები დაუზიანა (+ვიდეო)

გლდანის რაიონში ძლიერმა სეტყვამ მოსახლეობას ავტომანქანები დაუზიანა. როგორც მოსახლეობა აცხადებს, სეტყვამ ავტომობილების საქარე მინები და გვერდითი ხედვის სარკეები დააზიანა.

გლდანის, საბურთალოსა და დიდუბის რაიონებში დღეს ძლიერი წვიმა და სეტყვა რამდენიმე წუთის განმავლობაში გაგრძელდა.

შედეგად საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში მოსახლეობიდან შესული ზარების რაოდენობა გაიზარდა. ასევე დაფიქსირდა სადარბაზოებისა და სარდაფების დატბორვის ფაქტი.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS.GE-ზე