ესპანური ბანკი 1 ევროდ გაიყიდა

ესპანური ბანკი Banco Popular, რომელსაც ბოლო პერიოდში მწვავე პრობლემები შეექმნა, სიმბოლურ ფასად - 1 ევროდ გაიყიდა.

ბანკი ამ ფასად ყველაზე მსხვილმა ესპანურმა ბანკმა Santander-მა შეიძინა.

Banco Popular ესპანეთის საბანკო ჯგუფის აქტივებს შორის სიდიდით მეოთხე ადგილზეა. თუმცა, მიუხედავად ამისა, ევროპულმა ცეტრალურმა ბანკმა უუნაროდ სცნო.

ხელშეკრულების თანახმად, "სანტანდერი" გეგმავს Banco Popular-ის კაპიტალის 7 მილიარდით გაზრდას, რამაც წესით პრობლემური ბანკის ბალანსი უნდა გაამყაროს.

როგორც "სანტანდერის" წარმომადგენელმა, ელკე კიონიგმა განაცხადა, Banco Popular-ის მომხმარებლების ფულად შენატანებს მიღებული გადაწყვეტილების შედეგად არავითარი საფრთხე აღარ ემუქრებათ.

Banco Popular-ის აქტივები, ამა წლის მაისიდან მოყოლებული , თითქმის, ნახევრად გაიაფდა და კრიტიკულ მინიმუმამდე დავიდა. 2016 წელს კი ბანკის ზარალმა 3, 485 მილიარდი ევრო შეადგინა.

Banco Popular 1926 წელს დაარსდა და დღესდღეობით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 1 739 ფილიალი აქვს, მისი თანამშრომლების რაოდენობა კი 11 948 ადამიანს აღწევს. ბანკს მთლიანობაში 4,5 მილიონი კლიენტი ჰყავს.