სავაჭრო-სამრეწველო პალატის DCFTA საინფორმაციო ცენტრების პროექტის ფარგლებში ტრენინგი გაიმართა

ქუთაისში, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის DCFTA საინფორმაციო ცენტრების პროექტის ფარგლებში ტრენინგი გაიმართა.

როგორც საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატიდან იუწყებიან, ტრენინგის თემას „მწვანილოვანი ბოსტნეულის წარმოება და პერსპექტივები“ წარმოადგენდა. ღონისძიება საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ნინო ჩიქოვანმა გახსნა. ტრენინგი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება და DCFTA საქართველოში“ და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა.

ტრენინგს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ყოველწლიური მარცვლეული კულტურის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე ილია მჭედლიძე უძღვებოდა.

ტრენინგი შეეხებოდა მწვანილოვანი ბოსტნეულის წარმოებასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა: მწვანილოვანი ბოსტნეულის ბაზარი საქართველოში, ზოგადი აგროტექნიკული მოთხოვნები, ასევე განიხილეს მწვანილოვანი კულტურების ძირითადი საწარმოებელი სახეობები და მოსავლის აღების, შეფუთვისა და ტრანსპორტირების საკითხები.

პროექტი „მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება და DCFTA საქართველოში“ ევროკავშირის თანადაფინანსებით მიმდინარეობს და მას გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) ახორციელებს. პროექტი მცირე და საშუალო მეწარმეებს კონკურენტუნარიანობის გაზრდასა და ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო სივრცის პირობებში ჩამოყალიბებულ ახალ მარეგულირებელ გარემოსთან ადაპტირებაში ეხმარება. ის ევროკავშირის ინიციატივა EU4Business-ის ფარგლებში ხორციელდება. აღნიშნული ინიციატივის მიზანია, დაეხმაროს მცირე და საშუალო მეწარმეებს ისარგებლონ საქართველოსა და ევროკავშირს შორის თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით. ინიციატივა ხელს უწყობს ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებას, მეწარმეების ცოდნისა და უნარების ამაღლებას და ფინანსებთან ხელმისაწვდომობას.