საკონსტიტუციო სასამართლოში მეორე კოლეგია შპს"ჯორჯიან მანგანეზის" სარჩელს საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ განიხილავს

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში მეორე კოლეგია შპს"ჯორჯიან მანგანეზის" სარჩელს საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ განიხილავს.

დავის საგანია, "ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ" საქართველოს კანონის 23 პრიმა მუხლის მე-9 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებთან და 30-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებაში. მოსარჩელე კვალიფიციურ საწარმოს წარმოადგენს, რომელიც ელექტროენერგიის გარანტირებული სიმძლავრის საფასურის გადახდას ექვემდებარება. სემეკის დადგენილებით, საფასურის გამოთვლის წესი 2015 წელს შეიცვალა, რის შედეგადაც აღნიშნულ კომპანიას თვიური საფასაური 907 955, 73 ლარით გაეზარდათ.

მოსარჩელის მტკიცებით, დავის საგანი წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ სამეწარმეო საქმიანობის თავისუფლებისა და საკუთრების უფლებთან. დღევანდელ სხდომაზე მოწმეები დაიკითხება.

„2015 წელს დადგინდა გარანტირებული სიმძლავრის დამატებითი წყარო, რომელმაც კომპანიის გადასახადი მხოლოდ ერთ თვეში 800 000 ლარი შეადგინა. აქედან გამომდინარე აღნიშნული გადასახადი კომპანიის უპირობო ვალდებულებაა. მიგვაჩნია, რომ ეს კონსტიტუციასთან შეუსაბამოა“, - აცხადებს მირიან ბიჭიკაშვილი „ჯორჯიან მანგანეზის“ წარმომადგენელი.