WinExpo Georgia '17 - თბილისში გამართულ ღვინის გამოფენაზე საუკეთესო ქართული ღვინოები და მეღვინეები გამოავლინეს

თბილისში ღვინოსთან დაკავშირებული ერთ-ერთი უმთავრესი ღონისძიება, WinExpo Georgia '17 - ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-10 საერთაშორისო გამოფენა გაიმართა. გამოფენაზე Allwine.ge სპეციალური ბანერით იყო წარმოდგენილი, რომლითაც ღვინის მოყვარულებს ჩვენი ღვინის პორტალისა და მაღაზიის გაცნობა უკეთ შეეძლოთ.

WinExpo Georgia '17 3 დღიანი ღონისძიება იყო, რომელიც 9-11 ივნისს ჩატარდა. ღონისძიების ორგანიზატორი იყო საგამოფენო ცენტრი "ექსპოჯორჯია", თბილისი. გამოფენას მხარს უჭერდა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ღვინის ეროვნული სააგენტო.

ეს გახლავთ ერთადერთი საერთაშორისო ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების გამოფენა საქართველოსა და მთელ კავკასიის რეგიონში, რომელიც წარმოადგენს ღვინის მრეწველობის, პროდუქციისა და მომსახურების სრულ სპექტრს. აქედან გამომდინარე, ეს უნიკალური შანსია მწარმოებლებისა და ექსპორტიორებისთვის, მიაღწიონ წარმატებას ბიზნესშესაძლებლობების ახალ ბაზარზე. განაგრძეთ კითხვა