თიბისი დაზღვევაში დაზღვეული ავტომობილების მფლობელებს სეტყვის გამო მიყენებული ზარალი სრულად აუნაზღაურდებათ

თიბისი დაზღვევაში დაზღვეული ავტომობილების მფლობელებს 10 ივნისს, თბილისში მომხდარი ძლიერი სეტყვის გამო მიყენებული ზარალი სრულად აუნაზღაურდებათ.

სტიქიის შედეგად დაზიანებული ავტომობილების შესახებ განაცხადი თიბისი ავტოდაზღვევის 250-მა მფლობელმა უკვე დააფიქსირა. თიბისი დაზღვევა მათ ჯამურად დაახლოებით 250 000 ლარის ოდენობის ზარალს აუნაზღაურებს.

მათ, ვინც თიბისი დაზღვევის ავტოდაზღვევის პოლისით სარგებლობს და სეტყვის შედეგად დაზიანებული მანქანის შესახებ თიბისი დაზღვევისთვის ჯერ არ მიუმართავს, შესაძლებლობა აქვს კომპანიის ცხელ ხაზზე დარეკოს და განაცხადი დააფიქსიროს. ზარალის დარეგულირება განაცხადის დაფიქსირებიდან მაქსიმუმ 5 სამუშაო დღეში მოხდება. მომხმარებლის სურვილისამებრ, შესაძლებელია როგორც ფულადი თანხის ანაზღაურება, ისე პარტნიორ ავტო-სერვისცენტრებში დაზიანებული ავტომობილების შეკეთება.

თიბისი დაზღვევა, რომელიც ბაზარზე 2017 წლის იანვრიდან ოპერირებს, სხვადასხვა პროდუქტთან ერთად მომხმარებლებს ავტოდაზღვევის სერვისსაც სთავაზობს. ავტოდაზღვევის პოლისი სტიქიური მოვლენების, მათ შორის სეტყვის შედეგად ავტომობილებისთვის მიყენებულ ზარალს სრულად ანაზღაურებს.