სადახლოსა და ვალეში ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს

სადახლოსა და ვალეში ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს.

როგორც სსიპ შემოსავლების სამსახურიდან იუწყებიან, 25 მაისიდან 5 ივნისის ჩათვლით, საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,სადახლო საავტომობილო“, „სადახლო - სარკინიგზო“ და ,,ვალე“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე დათვალიერებისას, ნარკოტიკული (109 აბი) და ფსიქოტროპული (100 აბი) ნივთიერების შემცველი მედიკამენტები, ასევე ნარკოტიკული ნივთიერება მარიხუანა (1.14 გრამი) აღმოაჩინეს.

მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ერთეულებს გადაეცათ.