საშენებლო კომპანია „სვეტის“ ხელმძღვანელის გატაცების საქმეზე დაკავებულ დავით ბერეჟიანს და ნიკიფორე კუტალაძეს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს

საშენებლო კომპანია „სვეტის“ ხელმძღვანელის გატაცების საქმეზე დაკავებულ დავით ბერეჟიანს და ნიკიფორე კუტალაძეს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს.

როგორც ე.წ. მოდულის შენობიდან გამოსვლის შემდეგ ბერეჟიანისა და კუტალაძის ადვოკატმა განაცხადა, ოთხ დაკავებულს გამოძიება მხოლოდ გატაცებას ედავება. როგორც ადვოკატმა ფრიდონ ყუფარაძემ აღნიშნა, მას საქმის მასალები ახლა გადაეცა, მათ შორის ვიდეომასალები, რომელსაც შეისწავლის და სასამართლოში დასაფიქსირებელ პიზიციას ჩამოაყალიბებს.

„ბრალი წაუყენეს გატაცების მუხლით. არავითარ გამოძალვაზე ჯერჯერობით საუბარი არ არის. როგორც გამომძიებელმა თქვა, ოთხ დაკავებულს მხოლოდ გატაცებას ედავებიან. ბრალდებულები ბრალს არ აღიარებენ“, - განაცხადა ადვოკატმა.