ზუგდიდში უაქციზო სიგარეტი აღმოაჩინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ზუგდიდში 2,000 ღერი უაქციზო სიგარეტი აღმოაჩინეს.

როგორც შემოსავლების სამსახური იუწყება, აქციზური მარკის სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული უაქციზო ფილტრიანი სიგარეტი Manchester (2,000 ღერი) საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა, ელექტრონული სასაქონლო ზედნადების გადამოწმების პროცედურის შედეგად გამოავლინეს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, მოქალაქეს საქონელი ჩამოერთვა. საქმის მასალები, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 241-ე მუხლის შესაბამისად, ქვემდებარეობით შესაბამის სასამართლოს გადაეგზავნა.