საგადახდო მომსახურების პროვაიდერებს, მათ შორის „ფეი ბოქსებს“ სოლიდური ჯარიმები დაუწესდათ
საგადახდო მომსახურების პროვაიდერებს, მათ შორის „ფეი ბოქსებს“ სოლიდური ჯარიმები დაუწესდათ
15 ივნისი / 2017
ეროვნულმა ბანკმა საგადახდო მომსახურების პროვაიდერისთვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესი დაამტკიცა.

როგორც სებ-ის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის 13 ივნისის ბრძანებაშია აღნიშნული, სხვადასხვა დარღვევებზე პროვაიდერებს 100 ლარიდან 20 ათას ლარამდე ჯარიმა დაეკისრებათ. ბრძანების მიხედვით, პროვაიდერმა ჯარიმა შესაბამისი განკარგულების ან მისი ასლის ჩაბარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში უნდა გადაიხადოს; ხოლო ამ ვადის დარღვევის შემთხვევაში პროვაიდერისათვის ფულადი ჯარიმის დაკისრების იძულებითი აღსრულება განხორციელდება.

ამასთან, როგორც ბრძანებაშია აღნიშნული, პირს დაკისრებული ფულადი ჯარიმის გადახდისაგან რეგისტრაციის გაუქმებაც არ ათავისუფლებს.

სებ-ის პრეზიდენტის ბრძანების მიხედვით, პროვაიდერები „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ და „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის, ფინანსური მონიტორინგის სამსახურისა და ეროვნული ბანკის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნებისა თუ წერილობითი მითითებების დარღვევების გამო დაჯარიმდებიან.

მათ შორის, პროვაიდერი დაჯარიმდება იმ შემთხვევაში, თუ პროვაიდერი პოლიტიკურად აქტიური პირის კლიენტობის შემთხვევაში მასთან საქმიან ურთიერთობას ხელმძღვანელობის ნებართვის გარეშე დაიწყებს, არ მიიღებს სათანადო ზომებს პოლიტიკურად აქტიური პირის ფულადი სახსრების, ქონების
You must have Flash Player installed in order to see this player.
წარმომავლობის დასადგენად თუ მსგავს პირთან დაკავშირებულ სხვა ვალდებულებებს არ შეასრულებს - 10 000 ლარით დაჯარიმდება; შესაბამისი პროგრამული (ელექტრონული) სისტემის არქონის ან/და შესრულებული საგადახდო ოპერაციების აღრიცხვის მოთხოვნების დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში – 20 000 ლარის ოდენობით; პროვაიდერის შემოწმების პროცესში ეროვნული ბანკისთვის ინფორმაციის მოთხოვნილი ფორმით ან ვადებში წარუდგენლობის ან/და არაზუსტი ინფორმაციის წარდგენის შემთხვევაში – 1 000 ლარით დაჯარიმდება; გარიგების (ოპერაციის) აღსრულების შეჩერების თაობაზე ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მითითების შეუსრულებლობისთვის – 5 000 ლარის ოდენობით; ინფორმაციის (დოკუმენტების) აღრიცხვისა და შენახვისათვის დადგენილი მოთხოვნების დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში კი 500 ლარით დაჯარიმდება.

აღსანიშნავია, რომ სანქცია მხოლოდ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებულ პროვაიდერებზე ვრცელდება. მათ შორის არის: "თიბისი ფეი", "ნოვა ტექნოლოჯი", "აჭარაფეი", "მანი ქარდ". ჯამში, ეროვნული ბანკის მიერ 41 პროვაიდერია რეგისტრირებული.


თაია არდოტელი
კომენტარები (0)
კომენტარები არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
„საქართველოს ბანკი“ საქართველოს მასშტაბით სტიქიის შედეგად დამწვარი ტერიტორიის აღდგენისა და ხანძრის პრევენციისთვის 1 მილიონ ლარს გამოყოფს
კომპანია „სითი პარკს“, რომელიც თბილისში პარკირების დარეგულირებაზე ექსკლუზიურ უფლებას ფლობს, სასამართლო დავა კიდევ ერთმა მოქალაქემ, ნინო მგელაძემ მოუგო.
მეტროსადგური „უნივერსიტეტი“ სექტემბრის შუა რიცხვებში გაიხსნება.
"ბავშვთა სამყაროს" დაზარალებულ მოვაჭრეებს ბანკების მიერ დაწესებული საშეღავათო პერიოდის ვადა ეწურებათ.
ცენტრალური ბანკების მმართველთა შეხვედრის წინ, რომელიც ჯექსონ ჰოულში გაიმართება, ევრომ დოლართან მიმართებაში პოზიცია დათმო და ეს ბაზარზე ინვესტორთა აქტივობის შემცირების ფონზე ხდება.
საქართველოს ეროვნული ბანკი მომხმარებლებს კიდევ ერთხელ შეახსენებს 2017 წლის იანვარში სამოქალაქო კოდექსში განხორციელებული ცვლილებების შესახებ, რომლებიც, სხვა საკითხებთან ერთად, ეფექტური საპროცენტო განაკვეთის და ხელშეკრულების ნებისმიერი პირობის დარღვევის გამო მსესხებლისათვის თითოეულ დღეზე დაკისრებული პირგასამტეხლოსა და ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის მაქსიმალურ ოდენობას განსაზღვრავენ.
საერთაშორისო კომპანია „ბლუორჩარდი“ კავკასიის რეგიონის მასშტაბით, მათ შორის საქართველოში ენერგოეფექტური უძრავის ქონების მშენებლობაში ინვესტიციებს განახორციელებს.
15 აგვისტოდან ძალაში შევიდა საკანონმდებლო ცვლილება, რომლის მიხედვითაც გადაჭარბებული ხმაური დასჯადი ხდება.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, 2017 წლის 14 ივლისიდან 14 აგვისტომდე პერიოდში, შპს „არტ პლატფორმას“ მიერ ჩატარებული ელექტრონული მუსიკის ფესტივალის - GEM FEST ფარგლებში შესაძლო ფინანსური ხასიათის დარღვევებთან დაკავშირებით, გამოძიება დაიწყო.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მიმდინარე წლის 1 ივლისიდან 17 აგვისტოს ჩათვლით, ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 289 ფაქტი გამოავლინეს.
რუბრიკის სხვა სიახლეები
23.08.2017
ბორჯომში გაჩენილი ხანძრის გამო კომპანია "სოკარმა" საწვავი გამოყო. კერძოდ, სტიქიასთან საბრძოლველად კომპანიის მხრიდან 45 ტონა ავიასაწვავი, 10 ტონა ბენზინი და 10 ტონა დიზელია გამოყოფილი.

ამასთან, "სოკარი" ბორჯომში ხანძრის შედეგად დამწვარი ტყის აღდგენაშიც მიიღებს მონაწილეობას და ხეებს 2 ჰექტარზე დარგავს.

"სამწუხაროდ სტიქიამ ტყის დიდი ნაწილი გაანადგურა. მაშველები და მეხანძრეები კვლავ ებრძვიან და იმედი გვაქვს, მალე მოხდება ხანძრის ლიკვიდაცია. აუცილებელია, ერთმანეთს მაგალითი მივცეთ და გავერთიანდეთ, როგორც დღეს ჩვენს ხელთ არსებული დახმარების საშუალებით, ასევე, მომავალში ტყის აღდგენაში ჩვენი წვლილის შეტანით. კომპანია SOCAR Georgia Petroleum-მა სტიქიასთან საბრძოლველად 45 ტონა ავიასაწვავი, 10 ტონა ბენზინი და 10 ტონა დიზელი გამოყო. ასევე მივიღებთ მონაწილეობას ტყის აღდგენაში და დავრგავთ ხეებს 2 ჰექტარზე,"-ნათქვამია კომპანიის "ფეისბუქ" გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
სრულად
23.08.2017
ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის 56-ე კილომეტრზე მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტისათვის საავტომობილო მიმოსვლა თავისუფალია
სრულად
23.08.2017
საქართველოსა და ირლანდიის ეროვნული ნაკრებების მატჩზე გაყიდული ბილეთებიდან შემოსული თანხა, სრულად მოხმარდება ხანძრისგან დაზარალებული ბორჯომის ტყის აღდგენით სამუშაოებს.
სრულად
23.08.2017
საქართველოს რკინიგზის თანამშრომლები მესამე დღეა აქტიურ მონაწილეობას იღებენ ბორჯომისა და ატენის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში.
სრულად
23.08.2017
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.3946 ლარი შეადგინა.
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
23.08.2017
24.08.2017
USD
1
USD
2.3913
2.3946
EUR
1
EUR
2.8107
2.8216
GBP
1
GBP
3.0666
3.0646
RUB
100
RUB
4.0489
4.0493