რამდენ ქვეყანაში შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეებს უვიზოდ მიმოსვლა

passportindex.org-ის მიხედვით, გერმანიის და სინგაპურის პასპორტი ყველაზე ძლიერი. 

ინდექსის თანახმად, სწორედ ამ ქვეყნის მოქალაქეებს აქვთ ყველაზე მეტ ქვეყანასთან  უვიზო მიმოსვლა (ან ჩასვლის დროს ადგილზევეა შესაძლებელი ვიზის აღება).

ინდექსში მეორე ადგილი უკავიათ შვედეთს და სამხრეთ კორეას – 158 ქვეყანასთან აქვთ უვიზო/ადგილობრივი ვიზით მიმოსვლა. რანგით მესამე ქვეყნებში შედის აშშ და დიდი ბრიტანეთი. (157).

საქართველო ინდექსში 43-ე ადგილს იკავებს – 103 ქვეყანაში საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზა ან არ არის საჭირო, ან ადგილზევე გაიცემა.

აზერბაიჯანი  64-ე ადგილზეა 63 ქულით, რუსეთი მე-40 ადგილზე 106 ქულით, სომხეთი 69-ე ადგილზე 58 ქულით, ხოლო თურქეთი 41-ე ადგილზე 105 ქულით.

ბოლო ადგილს ავღანეთი იკავებს. (23 ქულა).

წყარო: act-global.com