პუტინი - არ ვარ ისეთი მდიდარი, როგორც ამბობენ
პუტინი - არ ვარ ისეთი მდიდარი, როგორც ამბობენ
16 ივნისი / 2017
არ მაქვს ის ქონება, რასაც ჩემზე ამბობენ. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ოლივერ სტოუნთან ინტერვიუს დროს განაცხადა.
რუსეთის ლიდერმა ასევე აღნიშნა, რომ არ აქვს ანგარიშები და სხვა ქონება კვიპროსში და „ასე რომ ყოფილიყო, ამის შესახებ მე თვითონ ვიტყოდი“.

„არა მგონია, რომ სიმდიდრე დიდი ბედნიერებაა. კრიზისის დროს მარტო იმაზე უნდა იფიქრო, რა უყო ამ აქტივებს, სად განათავსო და ეს ყველაფერი მხოლოდ თავის ტკივილია. სიმდიდრე არ არის ყველაფერი - ფულს საფლავში ვერ წაიღებ“, - განაცხადა პუტინმა.

სამი ოსკარის მფლობელი, 70 წლის ოლივერ სტოუნი ორი წლის განმავლობაში წერდა ინტერვიუებს რუსეთის ლიდერთან. „პუტინის ინტერვიუები“ (The Putin Interviews) – ასე ჰქვია დოკუმენტურ ფილმს, რომელიც ოთხი სერიისგან შედგება. ფილმი ამერიკულ საკაბელო არხზე Showtime გავიდა.

ამერიკელ რეჟისორთან პუტინი ყველა თემაზე საუბრობს - დაწყებული მისი ბავშვობიდან, დასრულებული აშშ-რუსეთის ურთიერთობებით. ინტერვიუები ჩაწერილია კრემლში, სოჭში, მოსკოვში, პუტინის საჯინიბოში, მანქანასა და თვითმფრინავში.
კომენტარები (0)
კომენტარები არ გაკეთებულა
რუბრიკის სხვა სიახლეები
22.06.2017
თბილისის საქალაქო სასამართლო ”პანორამა თბილისთან” დაკავშირებით საიას სარჩელზე განცხადებას ავრცელებს. განცხადებას "ბიზნესპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ:
სრულად
22.06.2017
საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის განკარგულების საფუძველზე, ერთ-ერთი სტუმრისთვის შეძენილი იქნა 1000-ლარიანი საცურაო კოსტიუმი, რაც სდსს-ს ყოფილმა თანამშრომლებმა სასამართლო პროცესზე დაადასტურეს
სრულად
22.06.2017
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4080 ლარი გახდა.
სრულად
22.06.2017
ჰოლანდიელი იმპორტიორების მხრიდან ქართული ღვინის მიმართ ინტერესი იზრდება, - ამის შესახებ სოფლის მეურნეობის სამინისტრო იუწყება.
სრულად
22.06.2017
ისრაელში არალეგალურად 79 000 ადამიანი იმყოფება, ძირითადად საქართველოდან და უკრაინიდან, რომლებიც ტურისტებად შემოვიდნენ უვიზო რეჟიმის ფარგლებში და ქვეყნის ტერიტორია არ დაუტოვებიათ
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
22.06.2017
23.06.2017
USD
1
USD
2.4081
2.4080
EUR
1
EUR
2.6841
2.6881
GBP
1
GBP
3.0419
3.0512
RUB
100
RUB
4.0412
4.0271