საერთაშორისო კონფერენციაზე მეცხოველეობის დარგის განვითარების საკითხებზე იმსჯელეს

ქალაქ გორში, ევრორეგიონულ სასწავლო უნივერსიტეტში საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია გაიმართა, თემაზე - „თანამედროვეობის აქტუალური მეცნიერული საკითხები“.

როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრიდან იუწყებიან, კონფერენციის პლენარულ სხდომაზე სოფლის მეურნეობის სამინისტოს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მეცხოველეობის, ვეტერინარიის და საკვებწარმოების კვლევის სამსახურმა მოხსენება - „ინტროდუცირებული მსხვილფეხა პირუტყვის მოვლა-კვებაში დაშვებული შეცდომები“ წარადგინა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ინფორმაციით, მოხსენებაში განხილული იყო მეძროხეობის დარგში არსებული პრობლემები და მათი გადაჭრის ინოვაციური გზები, ასევე, მეცხოველეობის დარგის განვითარებისთვის სახელმწიფოს მიერ გადადგმული ნაბიჯებისა და ხელშემწყობი პროგრამების მნიშვნელობის საკითხები.