1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4094 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4094 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.4094 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4106 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0012 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.7000 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.6941 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0059 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ხვალიდან შევა ძალაში.

აღსანიშნავია, რომ ეროვნულმა ბანკმა დღეს სავალუტო აუქციონზე 10 მილიონი აშშ დოლარი შეისყიდა.