ძლიერი წვიმის შედეგად დედაქალაქში ეზოები და საცხოვრებელი კორპუსების სადარბაზოები დაიტბორა

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში წვიმის გამო, თბილისის მასშტაბით, წუხელ 25-მდე შეტყობინება დაფიქსირდა.

როგორც  სააგენტოში განაცხადეს, არ არიან დაშავებულები და ამ ეტაპზე ვითარება სტაბილურია.

”შეტყობინებები ძირითადად იყო დიდუბე-ჩუღურეთიდან, გლდანი-ნაძალადევიდან და ვაკე-საბურთალოდან. დაიტბორა ეზოები და საცხოვრებელი კორპუსების სადარბაზოები, არ არიან დაშავებულები. ამ ეტაპზე ვითარება სტაბილურია. ყველა შემოსულ შეტყობინებაზე ოპერატიული რეაგირება მოვახდინეთ. ჩვენი სამაშველო ჯგუფები დროულად გავიდნენ და განახორციელეს სამაშველო სამუშაოები. ამ ეტაპზე ვითარება კონტროლირებადია”, - განმარტეს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში.