მეტროს სადგურ ”უნივერსიტეტში” სამშენებლო სამუშოები ფინალურ ფაზაშია შესული.
სოციალურ ქსელში ვრცელდება ფოტოები, თუ როგორ გამოიყურება ამ დროისათვის თბილისის მეტროპოლიტენის 23-ე მეტროსადგური.
ცნობისთვის, უნივერსიტეტის მშენებლობა 2015 წლის მაისში დაიწყო, პროექტის ღირებულება 83,000,670 ლარია და იგი არსებული, დაკონსერვებული გვირაბების სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებდა.
პროექტის ფარგლებში აღდგა არსებული გვირაბები, საერთო სიგრძით 2,6 კმ. მიმდინარეობს სადგურის მიწისქვეშა და მიწისზედა ნაგებობების სამშენებლო სამუშაოები, კეთდება მეტროდან ამოსასვლელები ვაჟა-ფშაველას გამზირსა და სანდრო ეულის ქუჩაზე, ჯამში 4 ამოსასვლელი.
მზადდება სალიანდაგო ხაზები, ელექტრო ქვესადგური, ესკალატორები, სავენტილაციო და სადრენაჟე სისტემები, სიგნალიზაციის მართვის, ხანძარსაწინააღმდეგო სისტემები და სათადარიგო ამოსასვლელები.
მეტროსადგურ „უნივერსიტეტში“ სამუშაოების დასრულება მიმდინარე წლის ზაფხულშია დაგეგმილი.
ახალი მეტროსადგურის ამუშავება, დღეში 15 000 -ზე მეტ თბილისელსა და დედაქალაქის სტუმარს სწრაფი და უსაფრთხო გადაადგილების საშუალებას მისცემს.
იხილეთ ფოტოგალერეა