ამ ეტაპზე ქვეყანაში 15 ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა მიმდინარეობს

ქვეყანაში ამ ეტაპზე 15 ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა მიმდინარეობს, - ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე, ილია ელოშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

"ბოლო 4 წლის განმავლობაში 16 ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა დასრულდა - ეს არის 250 მეგავატის სიმძლავრე, პლუს 2 თბოსადგური - ესეც დაახლოებით 250 მეგავატი. ანუ 500 მეგავატის გენერაციის ობიექტების მშენებლობა დასრულებულია. ესაა დახლოებით 600-700 მილიონი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია.

ამ ეტაპზე 15 ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა მიმდინარეობს მათი სიმძლავრე არის დაახლოებით 650 მეგავატი. ეს კიდევ დამატებით დაახლოებით 1 მილიარდი დოლარის ინვესტიციებია", - განაცხადა ელოშვილმა.