სესხთან დაკავშირებულ საქმეთა რაოდენობა სასამართლოში 116%-ით გაიზარდა

გასულ წელს 2015 წელთან შედარებით, სესხთან დაკავშირებით სასამართლოში 116%-ით მეტი საქმე დაფიქსირდა.

ამის შესახებ ინფორმაციას, საადვოკატო ბიურო"OK & CG" ავრცელებს.

მათივე ცნობით, 2012-დან 2016 წლამდე სესხთან დაკავშირებით, სასამართლოში დაფიქსირებულ საქმეთა რაოდენობა 8-ჯერ გაიზარდა. კერძოდ,კ 2012 წელს - სასამართლოში სესხთან დაკავშირებით 1 583 საქმე იყო დაფიქსირებული, 2013 წელს - 1 784; 2014 წელს - 2 685, 2015 წელს -5 838 საქმე, ხოლო 2016 წელს - 12 668 საქმე დაფიქსირდა.

bpn