თბილისში 3 ახალი საგზაო მარშრუტი გაჩნდება

გუშინდელ მთავრობის სხდომაზე გავიტანეთ საკითხი, რომ დედაქალაქში 3 ახალი მარშრუტი  გაჩნდეს.

ამის შესახებ ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა მამუკა მუმლაძემ ”რადიო პალიტრას” გადაცემა ”საქმე”-ში განაცხადა. მისივე თქმით, ერთი მარშრუტი ახალი ავტობაზიდან, გლდანის მიმართულებით, ”ახმეტელის მეტროს” გაივლის და გლდანში ბოლომდე ავა, მეორე მარშრუტი საბურთალოს ქუჩიდან თავისუფლების მოედნამდე იმოძრავებს. მისივე თქმით, მოსახლეობის მოთხოვნით, წინაუბნის მარშრუტი ცოტათი დაგრძელდა.