როგორ გამოიყურება „ლაგუნა ვერე“ დახურვიდან 4 წელში? (+ვიდეო)

„ლაგუნა ვერეს“ მდგომარეობის შესახებ კადრები დედაქალაქის საკრებულოს დამოუკიდებელმა, დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა „ფეისბუქის“ პირად გვერდზე გაავრცელა.

ცნობისთვის, "ლაგუნა ვერე" 2013 წლის 28 დეკემბრის შემდეგ აღარ ფუნქციონირებს. ამ დრომდე გაურკვეველია, თუ რა ბედი ელის სპორტულ კომპლექსს.

არსებული ინფორმაციით, თავის დროზე "ლაგუნა" ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით დახურეს. რის შედეგადაც 300-მდე ადამიანი უმუშევრად დარჩა.

დახურულ ობიექტზე მოხვედრა საკმაოდ რთულია, შესაბამისად, სპორტკომპლექსიდან ვიდეოკადრები დიდი ხანია არ გასაჯაროებულა.