„ილიაუნის“ სტუდენტები ინფორმაციის მიღებას რობოტისგან შეძლებენ (+ვიდეო)

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები „ილიაუნისთან“ დაკავშირებულ შეკითხვებზე პასუხის მიღებას უკვე რობოტისგან შეძლებენ. უნივერსიტეტის ცნობით, რობოტი ამჟამად ღია სატესტო რეჟიმშია.

„უნა - ასე ჰქვია „ილიაუნის“ ჩეთბოტს, რომელიც გოგოა. უნა პირველად იწყებს ხალხთან საუბარს. სტუდენტების მიერ ხშირად დასმული შეკითხვები პროგრამისტებმა ერთ ბაზაში გააერთიანეს და უნამ მათზე პასუხების გაცემა ისწავლა. მისი ტვინი შემოსული შეკითხვებისა და საუბრების მიხედვით განვითარდება. ეს ნიშნავს, რომ საუბრისას უნა თქვენგან ისწავლის და მომავალში იმ კითხვებზეც ექნება პასუხი, რომლებზეც სათანადოდ ვერ გიპასუხათ,“- ნათქვამია „ილიაუნის“ ინფორმაციაში.