მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში უძრავი ქონება ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებულია.
თუმცა, არის ქვეყნები, სადაც სახლის ყიდვა 1 ევროდ შეგიძლიათ თუ გარკვეულ მოთხოვნებს დააკმაყოფილებთ.
რუბე (საფრანგეთი)
ბელგიის საზღვართან მდებარე, საფრანგეთის პატარა ქალაქ რუბეში სახლები სიმბოლურ ფასად - 1 ევროდ იყიდება. ადგილობივმა ხელისუფლებამ ამ შეთავაზებით ქალაქში ახალი სიცოცხლის გაჩენა გადაწყვიტა. თუმცა, მყიდველმა ერთი პირობა აუცილებლად უნდა დააკმაყოფილოს - სახლი საკუთარი ხარჯებით გაარემონტოს და 5 წლის განმავლობაში არ გაყიდოს.
კობრიჯი (ინგლისი)
საფრანგეთის მსგავსად, აქაც იგივე მიზანია - ქალაქის გამოცოცხლება და მიტოვებული სახლების ათვისება. ქალაქში 1 ევროდ რამდენიმე ათეული სახლი იყიდება.
თუმცა, 1 ევრო მხოლოდ საწყისი ინვესტიციაა სახლის ახალი მფლობელებისთვის. დამატებით მათ მოეთხოვებათ, წარადგინონ დამატებითი საბუთები, რომ სახლის აღდგენის თანხები გააჩნიათ ან უნდა ჰქონდეთ ბანკიდან ცნობა, რომ ბანკი თანახმაა გასცეს მასზე 30 ათასი ფუნტის ოდენობის კრედიტი. გარდა ამისა, ახალ მყიდველს სახლის გაყიდვის უფლება 5 წლის განმავლობაში არ აქვს.
ლივერპული (ინგლისი)
ინგლისის ამ ცნობილ ქალაქში სახლები 1 ევროდ ენფილდის რაიონში იყიდება. შეთავაზების მიზანი - მოძველებული სახლების გალამაზება და გარემონტებაა. შეთავაზება მოქმედებს მხოლოდ ლივერპულში მცხოვრები ან მომუშავე მოქალაქეებისთვის.
კარეგა-ლიგურე (იტალია)
ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, სახლების 1 ევროდ გაყიდვის მთავარი მიზანი იტალიაში მდებარე ამ პატარა ქალაქში დეპოპულაციის შეჩერებაა. ქალაქში მხოლოდ 98 ადამიანი ცხოვრობს. ამ მაჩვენებლით კარეგა-ლიგურაში ყველა ნაკლები მოსახლეა.
მყიდველებმა უნდა დააკმაყოფილონ რამდენიმე პირობა - სახლი მხოლოდ ეკოლოგიურად სუფთა მასალებით გაარემონტონ. ახალმა მფლობელებმა სახლს ასევე უნდა შეუნარჩუნონ ავთენტურობა და არ დაამახინჯონ მისი გარე ფასადი.
ოკაიდო (იაპონია)
კარეგა-ლიგურეს მსგავსად, აქაც სახლების 1 ევროდ გაყიდვის მთავარი მიზანი ხალხის გადინების შეჩერებაა. სახლის მყიდველმა მხოლოდ ერთი პირობა უნდა დააკმაყოფილოს - სახლში ოფიციალურად უნდა ცხოვრობდეს.
ლეჩე ნეი მარსი (იტალია)
ქალაქში ლეჩე ნეი მარსში იტალიის შუაგულში აბრუცოს რეგიონში მდებარეობს. სახლების 1 ევროდ გაყიდვა პროგრამის სახით ხორციელდება. სახლები კერძო მფლობელებს ეკუთვნით, რომლებსაც უბრალოდ მათი „თავიდან მოშორება“ უნდათ.
ახალი მყიდველი ვალდებულია დოკუმენტებთან დაკავშირებული ყველა ხარჯი თვითონ გაიღოს. გარდა ამისა, მან უნდა წარმოადგინოს სახლის რეკონსტრუქციის პროექტი და ვალდებულია, რეკონსტრუქცია ყიდვიდან ორი თვის განმავლობაში დაიწყოს.
რეპოტენშტეინი (ავსტრია)
სოფელი რაპოტენშტეინი ჩრდილოეთ ავსტრიაში მდებარეობს. 2009 წელს ადგილობრივი მოსახლეობის მკვეთრი შემცირების შემდეგ, ადგილობრივმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა მიწები შეეთავაზებინა ყველასთვის, ვინც თანახმა იქნებოდა 10 წლის განმავლობაში მეურნეობა წამოეწყო.
გარდა ამისა, ახალი მყიდველი ვალდებულია, სამი წლის განმავლობაში ააშენოს სახლში. თუ მყიდველი არ დააკმაყოფილებს აღნიშნულ პირობებს, 12 000 ევროს ოდენობის ჯარიმის გადახდა მოუწევს.