როგორ გამოიყურება სანაპიროზე ახლადგაკეთებული ველობილიკი

თბილისში ველობილიკების მოწყობასთან დაკავშირებით ფეისბუკის საკუთარ გვერდზე ერთ-ერთი მომხმარებელი მტკვრის სანაპიროზე მოწყობილი ველობილიკის ფოტოს აქვეყნებს.

როგორც მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში რამდენიმე დღის წინ განაცხადეს მტკვრის სანაპიროზე 8 კილომეტრიანი ბილიკი წრიული იქნება და იგი უკვე მოწყობილია. მათივე ცნობით ველობილი უახლოეს პერიოდში ამოქმედდება.

როგორც საქალაქო სამსახურში აცხადებენ ველობილიკი "დედაენის ბაღიდან" დაიწყება მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ტროტუარზე გაგრძელდება. ვახუშტის ხიდით კი მტკვრის მეორე სანაპიროზე გადავა, ზაარბრიუკენის მოედანს გაივლის და დედაენის ბაღიდან შესაძლებელი იქნება რიყის პარკში გადასვლა.