„ქართული ოცნება“ თბილისის მერობის კანდიდატად კახა კალაძეს 1-ელ ივლისს წარადგენს

„ქართული ოცნება“ თბილისის მერობის კანდიდატად კახა კალაძეს შაბათს, 1-ელ ივლისს წარადგენს. ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ვიცე სპიკერმა გია ვოლსკიმ განუცხადა.

მისი თქმით, წარდგენამდე პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართება.

რაც შეეხება კალაძის შემცვლელს, ვოლსკი ადასტურებს, რომ ენერგეტიკის მინისტრად ილია ელოშვილის კანდიდატურა განიხილება.