უკრაინისა და რუსეთის შემდეგ, კიბერშეტევა დანიაში, საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთშიც განხორციელდა

უკრაინისა და რუსეთის შემდეგ, ჰაკერული თავდასხმის ობიექტები დანიის, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის კომპანიები გახდნენ, - ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება. ამ დროისთვის დგინდება, არის თუ არა ეს შეტევა ერთი და იგივე ვირუსით განხორციელებული.

უკრაინაში ვირუსი „Petya.A“ 300 აშშ დოლარს ითხოვს დაბლოკილი ფაილების აღდგენაში მათგან, ვინც ვირუსით დაზარალდა. არსებული ინფორმაციით, ასეთივე შეტყობინებები მიიღეს დანიური კომპანია „მაერსკის“ ოფისებშიც.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ კიბერთავდასხმის შედეგად დაზარალდნენ ფრანგული საშენ მასალათა კომპანია და დიდი ბრირტანეთის მსოფლიოს უმსხვილესი სარეკლამო სააგენტო. დასავლური მედიის ცნობით, ვრცელდება ინფორმაციები ესპანეთიდან და ინდოეთიდან კომპიუტერების ქსელის დაზიანებების შესახებ.