როგორ გამოიმუშავოთ: ტრეიდერის პროფესია

ნებისმიერი ადამიანი, როცა შემოსავლის მიღების გზას ეძებს, პირველ რიგში ფიქრობს იმაზე, თუ რისი მიღწევა შეუძლია და რა ძალისხმევა დასჭირდება ამისთვის.

XXI საუკუნე ფულის გამომუშავების უამრავ საშუალებას გვაძლევს, მათ შორის ინტერნეტშიც კი. მაგალითად, ვაჭრობით ფინანსურ ბაზარზე, ანუ ტრეიდინგით.

ტრეიდერი - ეს არის ადამიანი, რომელმაც გადაწყვიტა გამოიმუშავოს ფული ფინანსური ბაზრების დახმარებით. ეს ვარიანტი განსაკუთრებულად უხდება აქტიურ და მოაზროვნე ადამიანებს, რომლებსაც არ უნდათ სხვებზე მუშაობა და ესმით, რა შესაძლებლობებს აძლევს საერთაშორისო სავალუტო ბაზარი. სავალუტო ტრეიდერებმა, რომლებმაც გაიარეს სწავლება Globex Analytics-ში, უკვე იციან, რომ ათასი დოლარის გამომუშავება არ არის პრობლემა. მათ იციან და ითვალისწინებენ ბაზრის მუშაობის გრაფიკს და ესმით, რომ იმისთვის, რომ გამოიმუშავონ ფორექსზე, ხანდახან საკმარისია დღეში ორი საათი, სავაჭრო პროგრამის დაყენება და პერიოდულად დაკვირვება ძირითად კოტირებებზე.

ტრეიდერის სამსახურისა და შემოსავლის თავისებურებებზე ვესაუბრეთ ნანუკა კოპაძეს, საგანმანათებლო-ანალიტიკური ცენტრის Globex Analytics-ის მთავარ საინვესტიციო კონსულტანტს, ტრეიდერს.

- რამდენს გამოიმუშავებს ტრეიდერი?

- ტრეიდინგში არ არსებობს ხელფასი. ერთ თვეში შესაძლებელია დიდი თანხის გამომუშავება, რომელიც საკმარისი იქნება ბინის ან მანქანის საყიდლად, სხვა დროს კი შესაძლებელია ვერაფერი გამოიმუშავოთ და დაკარგოთ კიდევაც დეპოზიტის ნაწილი.

ტრეიდერის მუშაობის პრინციპი ისეთივეა, როგორც ნებისმიერი მეწარმის: ზოგი მუშაობს 24 საათი დღე-ღამეში, სხვები, ძალისხმევის გარეშე, გამოიმუშავებენ უფრო მეტს, ვიდრე შეუძლიათ რომ დახარჯონ. ამგვარად, ფინანსური ბაზარი, განსაკუთრებით მისი სავალუტო სეგმენტი ფორექსი გვაძლევს საშუალებას გამოვიმუშავოთ არა ნაკლები, ვიდრე ბიზნესით შეგვიძლია გამომუშავება. შემოსავალი, რომელსაც საბოლოოდ მიიღებს ტრეიდერი, დამოკიდებულია უამრავ ფაქტორზე.

რა ფაქტორებზეა დამოკიდებული ტრეიდერის შემოსავლები?

იმისთვის, რომ ვილაპარაკოთ ტრეიდერის შემოსავალზე, ფინანსურ ბაზრებზე მუშაობის დროს, უნდა განვიხილოთ სათითაოდ ეს ფაქტორები.

დეპოზიტის თანხა, რომელიც გააჩნია ტრეიდერს

დეპოზიტის თანხა - ეს არის ფულის საერთო რაოდენობა, რომელსაც მართავს ტრეიდერი. აქ არის ერთი წესი: თუ ტრეიდერი გადის ბაზარზე პატარა დეპოზიტით (50, 200, 300 დოლარი), მისი შემოსავალი იქნება დეპოზიტის შესაბამისი. იმისთვის, რომ გამოიმუშაოთ სერიოზული თანხები, დეპოზიტის თანხაც უნდა იყოს მნიშვნელოვანი.

სავაჭრო სისტემის შემოსავალი

ნებისმიერ ტრეიდერს უნდა ჰქონდეს თავისი სავაჭრო სისტემა. რაც უფრო ეფექტურია იგი, მით უფრო მეტ ფულს გამოიმუშავებს. საშუალო ეფექტურობის სავაჭრო სტრატეგიას შეუძლია მოიტანოს შემოსავალი 30%-დან 100%-მდე ერთ წელიწადში. რაც უფრო გამოცდილია ტრეიდერი, მით უფრო მაღალია მისი შემოსავალი.

რისკის დონე

ფინანსური ბაზრის მთავარი წესი -  რაც უფრო დიდია რისკი, მით უფრო მაღალია დეპოზიტის პოტენციური შემოსავლიანობა.

მაგალითად, ერთი ტრეიდერი ვაჭრობს დეპოზიტით 1000 დოლარის ოდენობით და მისი რისკის დონე ყველა გარიგებაზე არის 1% დეპოზიტის მთლიანი თანხიდან. სხვა ტრეიდერს ასევე აქვს დეპოზიტი 1000 დოლარის ოდენობით, მაგრამ ის მიდის რისკზე 10% ყველა გარიგებაზე. საბოლოოდ, გარიგებების შემოსავლიანობის პირობებში, მეორე ტრეიდერი მიიღებს უფრო დიდ მოგებას, მაგრამ წაგების პერიოდში, მეორი ტრეიდერს აქვს რისკი დაკარგოს ფული, ხოლო პირველი, შეიძლება არ გამოიმუშავებს არაფერს, მაგრამ შეინახავს იმას, რაც აქვს.

ტრეიდინგის ფსიქოლოგია

ტრეიდერის მუშაობის შედეგები ძალზედ დამოკიდებულია მის ფსიქოემოციურ მდგომარეობაზე. პირველ რიგში, შეიძლება იმოქმედონ წარუმატებლად ჩატარებულმა გარიგებებმა. ხშირად, ფორექსზე ვაჭრობის ნეგატიური გამოცდილების მიღების მერე, დამწყები ტრეიდერები თავს ანებებენ საქმიანობას პირველივე წარუმატებლობისთანავე. მაგრამ რეალობის დაკარგვის შეგრძნება შეიძლება გაჩნდეს წარმატებული გარიგებების სერიის მერეც, რაც აიძულებს ტრეიდერს წავიდეს გაუმართლებელ რისკზე, რადგან ამ დროს თვლის, რომ ყველაფერი შეუძლია. მთავარია ტრეიდინგში არ აჰყვეთ ემოციებს, საღად იაზროვნოთ და კარგად იფიქროთ თქვენს გადაწყვეტილებებზე.

ბაზრის გარემოს ცვალებადობა

ბაზარი - არის მუდმივად ცვალებადი და დინამიური სისტემა. იმან, რასაც ადრე შეეძლო შემოსავლის მოტანა, დღეს უკვე შესაძლოა არ იმუშაოს. თქვენ შეგიძლიათ ყველაფერი გააკეთოთ სწორად, მაგრამ დროის გარკვეულ მონაკვეთში ბაზარი არ მოგცემთ შემოსავლის მიღების საშუალებას.

შემოსავალი დამოკიდებულია ასევე გარიგების განხორციელებისთვის მომგებიანი პირობების სიხშირეზე და პერიოდულობაზე. ხანდახან ეს ხდება დღეში რამდენჯერმე, მაგრამ შეიძლება მოგიწიოთ ლოდინი მთელი კვირის განმავლობაშიც.