ბათუმში, თამარის დასახლების მცხოვრებლები ხიდის მშენებლობას ითხოვენ

ბათუმში, თამარის დასახლების მცხოვრებლები ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ხიდის მშენებლობას ითხოვენ. მათი განცხადებით, აღნიშნულ ტერიტორიაზე გადაადგილება საფრთხის შემცველია, რადგან ავტოსაგზაო შემთხვევები ხშირად ხდება.

ადგილზე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აჭარის ორგანიზაციის წევრები და დეპუტატები იმყოფებოდნენ. მათ ხელისუფლებას რეაგირებისკენ მოუწოდეს.

"ცენტრალურ გზაზე ქვეითები ფაქტობრივად ვერ გადაადგილდებიან, რადგან საფრთხის შემცველია. საგზაო ნიშნები არ არის დადგმული. მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ აღნიშნულ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ბავშვი ემსხვერპლა. მოვითხოვთ, გადასასვლელი ხიდის მშენებლობას, რათა მოქალაქეების სიცოცხლეს საფრთხე არ შეექმნას",- განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" აჭარის ორგანიზაციის წევრმა როინ ზოიძემ.