ორ კვირაში კურორტი გუდაური გაიხსნება

2018 წელს ჩვენ გუდაურში უკვე გვექნება მთლიანად გათოვლიანებული სათხილამური ტრასები, რაც ხელს შეუწყობს სეზონის ადრე დაწყებას , - ამის შესახებ მთის კურორტების განვითარების კომპანიის დირექტორმა ალექსანდრე ონოფრიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ალექსანდრე ონოფრიშვილი ბაკურიანში ზაფხულის სეზონის ოფიციალურად გახსნის ცერემონიას დაესწრო და ბაკურიანის გარდა, სხვა მთის კურორტებზე განსახორციელებელი პროექტების შესახებაც ისაუბრა.

”დაახლოებით ორ კვირაში გაიხსნება კურორტი გუდაური, აგვისტოს დასაწყისში გაიხსნება კურორტი გოდერძი. ძალიან სასიხარულო სიახლეები გვაქვს ყველა მიმართულებით. გადაწვეტილია, რომ რამდენიმე დღეში მესტია-ჰაწვალის დამაკავშირებელი საბაგიროს მშენებლობა დაიწყება, რაც გააძლიერებს ინსფრასტრუქტურას მესტიის რაიონში. აგრეთვე, გუდაურში უახლოეს მომავალში წყლის რეზერვუარის მშენებლობა დაიწყება, რომელიც გათოვლიანების მეორე ფაზას მოიცავს. 2018 წელს ჩვენ უკვე გუდაურში გვექნება მთლიანად გათოვლიანებული სათხილამურო ტრასები, რაც ხელს შეუწყობს სეზონის ადრე დაწყებას. ასევე, უმსხვილესი პროექტი, რომელსაც ინფრასტრუქტურის სამინისტრო ჩვენთან ერთად აკეთებს, დაწყებულია - უახლოეს დღეებში გამოცხადდება საერთაშორისო ტენდერი და იწყება კობი-გუდაურის მიმართულებით საბაგიეროების მშენებლობა, რომელიც ამიერკავკასიაში ყველაზე გრძელი, დაახლოებით, შვიდნახევარ კილომეტრიანი იქნება. გუდაურში კიდევ ორი საბაგიროს რენოვაცია მოხდება”, - განაცხადა ალექსანდრე ონოფრიშვილმა.