ელიავას ბაზრობაზე მომხდარი ხანძრის შედეგად დაზარალებულებისთვის ზარალის ანაზღაურება ხანძრის გამომწვევი მიზეზების დადგენის შემდეგ მოხდება

სადაზღვევო კომპანია GPI-ს განცხადებით, ელიავას ბაზრობაზე მომხდარი ხანძრის შედეგად დაზარალებულებისთვის ზარალის ანაზღაურება ხანძრის გამომწვევი მიზეზების დადგენის შემდეგ მოხდება. როგორც კომპანიაში განაცხადეს, GPI-ში დაზღვეულია როგორც უშუალოდ კონსტრუქცია, სადაც ხანძარი მოხდა, ასევე რამდენიმე დამწვარი მაღაზია.

”ჩვენ გუშინ დავიწყეთ ზარალის დარეგულირების პროცესი. ჩვენ პირველ რიგში ანაზღაურების გასაცემად გვაინტერესებს ხანძრის გაჩენის მიზეზი. თუმცა, ამ პერიოდში დავიწყებთ ზარალის მოცულობის დადგენას. შემდეგ კი გავცემთ ანაზღაურებას იმ პირობებით, რა პირობებითაც აქვთ ამ მეწარმეების დაზღვეული. ეს შენობა არის ცალკე დაზღვეული, მეწარმეებს კი ცალკე აქვთ დაზღვეული ჩვენ მცირე და საშუალო პროგრამაში. ამ პროგრამით დაზღვეულია მარაგები, ინვენტარი”, - აცხადებენ კომპანიაში.

GPI-ში კონფიდენციალურობის დაცვის მიზნით, სადაზღვევო პაკეტების ღირებულებაზე არ საუბრობენ.