ელიავას ბაზრობაზე არსებულ სავაჭრო ცენტრში დაზარალებულთა ნაწილი შევიდა

ელიავას ბაზრობაზე არსებულ სავაჭრო ცენტრში დაზარალებულთა ნაწილი შევიდა. მაღაზიის მფლობელებმა საკუთარი მაღაზიები დაათვალიერეს.

პოლიციის თანამშრომლებს კორდონების საშუალებით გადაკეტილი აქვთ მაღაზიის შიდა პერიმეტრი, რის შემდეგაც მაღაზიის მფლობელებს შიგნით აღარ უშვებენ.

დაზარალებულთა ნაწილის თქმით, მათი მაღაზიები სრულად განადგურდა, შესაბამისად, შიგნით შესვლას აზრი არ აქვს.