დავით ნარმანიას შემოსავალმა მერის პოსტზე გასულ წელს 38 160 ლარი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესორობისას კი 26 180 ლარი შეადგინა.
მიმდინარე წლის 30 ივნისს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, დავით ნარმანიას ეკუთვნის 97 კვადრატული მეტრი ფართობის ბინა თბილისში, რომელიც 2008 წელს 36 000 დოლარად შეიძინა, ასევე ზუგდიდის რაიონის სოფელ კოკიში მდებარე 5 000 კვ. მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთი, რომელიც მემკვიდრეობით აქვს მიღებული.
რაც შეეხება საბანკო ანგარიშებს, დეკლარაციის შევსების მომენტში ნარმანიას ,,თი-ბი-სი“ ბანკის სახელფასო ანგარიშზე 11 923,46 ლარი და 3 765,20 ევრო; შემნახველზე - 3,20 ევრო; საქართველოს ბანკის" სოლოზე - 350 ლარი, ხოლო ნაღდი ფულადი თანხის სახით, 2 500 დოლარი ჰქონდა.
დეკლარაციის მიხედვით, დავით ნარმანია ფლობს 50%-იან წილს შპს „ნარმანია რისერჩ ენდ კონსალტინგიში“, რომლის დანარჩენი 50%-იანი წილის მფლობელიც ირაკლი ნარმანიაა. თუმცა აღსანიშნავია, რომ წინა წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით საწარმოს საქმიანობით თბილისის მერს შემოსავალი არ მიუღია.
როგორც ქონებრივ დეკლარაციაშია მითითებული, დავით ნარმანიას „თი-ბი-სი“ ბანკში 4 000 ლარის ოდენობის საკრედიტო ბარათი აქვს, რომლის გასავალიც 2016 წლის განმავლობაში 3 996,87 ლარი იყო.
აღსანიშნავია, რომ წინა წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, დავით ნარმანიამ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზაციის შედეგად 7 200 ლარი გამოიმუშავა.
დეკლარაციის მიხედვით, თბილისის მერს ჰყავს მეუღლე - თინათინ თინიკაშვილი და შვილები - კონსტანტინე, ილია დენისი და ელენე ნარმანიები. მისი მეუღლე ფლობს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოშურში 3 584 კვ. მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთს, რომელიც გასულ წელს 7 100 დოლარად შეიძინა. დეკლარაციის შევსების მომენტში „თი-ბი-სი“ ბანკის სახელფასო ანგარიშზე 2 722,50 ლარი ჰქონდა. რაც შეეხება შემოსავალს, ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში ლექტორობისას თინიკაშვილმა 2 722,50 ლარი მიიღო.