აზარტულ თამაშებზე წვდომის ასაკობრივი ცენზი, შესაძლოა, გაიზარდოს

აზარტულ თამაშებზე წვდომის ასაკობრივი ცენზი შესაძლოა გაიზარდოს. ინიციატივა ამის შესახებ პარლამენტში შექმნილი შესაბამისი სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე გაჟღერდა.

ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში არასამთავრობო ორგანიზაციების, მთავრობისა და პარლამენტის წარმომადგენლები შედიან, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების შესახებ შემუშავებულ კონცეფციას განიხილავს.

დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ აზარტულ თამაშებზე წვდომასთან დაკავშირებით ასაკობრივი ცენზის გაზრდაზე უნდა იფიქროს.

"უნდა ვიფიქროთ ასაკის ცენზზე. ეს არ უნდა იყოს 18 და 20 წელი. ზოგადად დადგენილია, რომ შეზუდვა შესაძლოა ეხებოდეს 21 წლამდე ასაკის ადამიანებს, თუმცა, მე ვფიქრობ, უნდა ვიფიქროთ ცენზის კიდევ უფრო გაზრდაზე", - განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

სამუშაო ჯგუფი აღნიშნულ საკითხზე ამ წუთებში მსჯელობს.