ხევებიდან ღვარცოფული მასის გამოტანის გამო, ჟინვალის საავტომობილო გზაზე ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ძლიერი წვიმის შედეგად, ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის კმ75-კმ100 მონაკვეთზე არსებული ხევებიდან ღვარცოფული გამონატანების გამო, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი საავტომობილო გზებზე არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნულ მონაკვეთზე მობილიზებულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მხრიდან საჭირო ტექნიკა.

„გზის გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს საავტომობილო მიმოსვლის უმოკლეს ვადაში აღსადგენად“, - ნათქვამია განცხადებაში.