„ორთაჭალჰესთან მტკვარში ფეკალური მასა ჩაედინება“ (+ვიდეო)

„ორთაჭალჰესთან მტკვარში ფეკალური მასა ღიად ჩაედინება.“ ამის შესახებ დედაქალაქის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ ვიდეოს ავრცელებს.

"წინასწარ ბოდიშს გიხდით კადრების არაესთეტიურობის გამო, მაგრამ აქ ჩვენი ქალაქის სამარცხვინო რეალობა ჩანს. ორთაჭალჰესთან მტკვარში ღიად ჩაედინება ფეკალური მასა. ეს არის სწორედ სამშენებლო ქაოსის შედეგი. ესაა იმის შედეგი, რომ არავინ აკონტროლებს მშენებლობის დროს რომელი კოლექტორი სადაა დაერთებული. აქ თვალნათლივ ჩანს, რომ ვიღაცეებს საკალანიზაციო ქსელის მოწყობაზე ფული დაენანათ და პირდაპირ დააერთეს სანიაღვრე კოლექტორს. შედეგად ფეკალიები ჩადის მტკვარში. ვიღაც მერე აქ თევს იჭერს და ყიდის, ცოტა ქვემოთ ამ წყლით ირწყვება მინდვრები და მერე ისევ ჩვენ ვჭამთ მწვანილს. არაფერს ვამბობ ჰაერის მოშხამვაზე. კაცი პატრონი და გამკონტროლებელი არაა. მერიას სძინავს, კომპანია GWP-ის რომ ჰკითხო, მათ არაფერი ეხებათ. არადა, ეს ხდება შუა ქალაქში, ეს საძაგლობა ხდება ჩვენს თვალწინ. ამ ყველაფერს მოწესრიგება, მოგვარება სჭირდება,“- წერს ელისაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე.