უორენ ბაფეტმა ენერგოკომპანია 9 მილიარდ დოლარად შეიძინა

ამერიკელი მილიარდერის უორენ ბაფეტის კომპანია Berkshire Hathaway-ში შემავალი Berkshire Hathaway Energy-ი, ელექტროენერგიის მიმწოდებელ კომპანია Oncor-ს ყიდულობს.

„როიტერის“ ინფორმაციით, Berkshire Hathaway მზად არის 9 მილიარდი დოლარი გადაიხადოს გარიგების სანაცვლოდ, რომელიც მიმდინარე წლის მე-4 კვარტალში დაიხურება. ენერგეტიკული კომპანია Oncor-ი ტეხასში დაახლოებით 10 მილიონ მომხმარებელს უზრუნველყოფს ელექტროენერგიით.

მანამდე კომპანია NextEra Energy Resources-ი Oncor-ის შესაძენად 18.4 მილიარდ აშშ დოლარს იხდიდა, თუმცა მარეგულირებლებმა გარიგება შეაჩერა.

კომპანია Berkshire Hathaway Energy ელექტროენერგიის და კომუნალური სფეროს კომპანიების ფასიან ქაღალდებს ფლობს, რომლებიც მთელი აშშ-ის ტერიტორიაზე მუშაობენ.