ქართული ღვინოები გარდიანის ჟურნალისტმა კვირის საუკეთესო ღვინოებად დაასახელა

The Guardian-ის ღვინის ჟურნალისტი, დევიდ უილიამსი საკუთარ მკითხველს ტრადიციულად კვირის ღვინოებს სთავაზობს. ამჯერად ჟურნალისტის ყურადღების ცენტრში საქართველოს ღვინოები მოექცა.

"ღვინის ტრადიცია საქართველოში 8 000 წელიწადს ითვლის და აქ ხუთასამდე აბორიგენული ვაზის ჯიში ხარობს. დევიდ უილიამსმა თქვენთვის სამი საუკეთესო ქართული ღვინო შეარჩია:

თბილღვინო ქვევრის, კახეთი 2015 (£10, Marks & Spencer)

არსებობს ღვინოები, რომლებიც მხოლოსდ მას შემდეგ შემიყვარდა, რაც ის ქვეყნები მოვინახულე, სადაც მათ ამზადებენ. ერთ-ერთი არის ხერესი, რომელსაც სულ სხვა გემო ჰქონდა, როდესაც სანლუკარ დე ბარამედას ერთ-ერთ ბარში გავსინჯე ხამონთან ერთად. თუმცა არსებობს სხვა ღვინოებიც, რომლებიც ისეთ ადგილებში იწარმოება, სადაც არასოდეს ვყოფილვარ და სურვილი მიჩნდება, რომ წავიდე. ქართულ ღვინოებს ყოველთვის ასეთი ეფექტი აქვთ ჩემზე. ისინი იმდენად განსხვავებული და ორიგინალურია, რომ ზოგჯერ ვფიქრობ: ნეტა სად აკეთებენ ასეთ ღვინოებს? დიდ ბრიტანეთში მათი პოვნა ადვილი არ არის, მაგრამ "მარკს ენდ სპენსერს" აქვს შესანიშნავი მშრალი თეთრი ღვინო, რომელიც დაძველებულია ქვევრში.

ჯაყელების ხაშმის საფერავი, კახეთი 2011 (£18.50, Meadowdale Wines)

ამ წითელმა ღვინომ კიდევ ერთხელ მომანდომა თბილისში ჩასვლა და იმ ქვეყნის მონახულება, სადაც ასეთ ღვინოებს აკეთებენ. ის დამზადებულია ადგილობრივი ჯიშის ყურძნისგან, სახელწოდებით "საფერავი" და ტანინის ისეთი ინტენსივობა აქვს, რომელსაც სხვაგან ვერსად ნახავთ. საფრანგეთის სამხრეთის ღვინოებს თუ ანიჭებთ უპირატესობას, მაშინ ეს ღვინო თქვენს გემოვნებას ნამდვილად შეესაბამება. მასში თქვენ იგრძნობთ შავი ალუბლისა და მაყვლის გემოებს, იის სურნელსა და სხვა ბალახების არომატს. იხილეთ გაგრძელება