როგორ გამოიყურება დაბინძურებული ანანურის წყალსაცავი (+ვიდეო)

ანანური, რომელიც ქვეყნის ერთ-ერთ ტურისტულ სანახაობას წარმოადგენს, ძლიერ დაბინძურებულია.

წყალსაცავის დიდი ნაწილი, რაც ანანურის უნიკალურ ხედებს განაპირობებს, სხვადასხვა ნარჩენით არის დანაგვიანებული. წყლის ზედაპირზე შლამთან და ნაფოტებთან ერთად, უამრავი საყოფაცხოვრებო ნარჩენი ტივტივებს. განსაკუთრებით თვალშისაცემია პლასტმასის ბოთლების დიდი რაოდენობა. ძლიერ დაბინძურებული ტერიტორიიდან ოდნავ მოშორებით პლაჟი მდებარეობს. ზაფხულში ადგილობრივები, დამსვენებლები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან და ტურისტები, რომლებიც აქ მრავლად არიან, წყალსაცავში გრილდებიან და მზეზე ირუჯებიან.

Palitravideo.ge ამ თემაზე მუშაობას განაგრძობს. ჩვენ გავარკვევთ, ვის ევალება წყალსაცავის დაბინძურებისგან დაცვაზე ზრუნვა.

ავტორი: ანა მარშანია

იხილეთ ვიდეო PALITRAVIDEO-ზე