ყველაზე მეტად რომელ ქართულ ღვინოებზეა მოთხოვნა საზღვარგარეთ

ადგილწარმოშობის დასახელების საექსპორტო ქართულ ღვინოებს შორის, გასული წლის ლიდერებში ოთხი კახური და ერთი რაჭული ღვინო მოხვდა. გაყიდვების აბსოლუტური ლიდერია „ქინძმარაული“, რომლის წარმოების მიკროზონაც ყვარლის რაიონში მდებარეობს. გასულ წელს, ექსპორტზე - 7 417 333 ბოთლი „ქინძმარაული“ გავიდა.

ხუთეულში ასევე შედიან: „მუკუზანი“ და „ახაშენი“ გურჯაანიის რაიონის მიკროზონიდან, „წინანდალი“თელავის რაიონის მიკროზონიდან და ალექსანდროულისა და მუჯურეთულის კუპაჟი, რაჭული „ხვანჭკარა“, ამბროლაურის რაიონის მიკროზონიდან. განაგრძეთ კითხვა