გასული წლის 3 ივნისიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, განათლების მინისტრის პოსტზე ალექსანდრე ჯეჯელავას შემოსავალმა 43 428,17 ლარი შეადგინა.
მიმდინარე წლის 5 ივლისს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ჯეჯელავა ფლობს 95 კვადრატული მეტრი ფართობის ბინას თბილისში. მასვე ეკუთვნის მსუბუქი ავტომობილი Hyundai ix35.
დეკლარაციის შევსების მომენტში, "თიბისი ბანკის" ანაბრებზე - 22 589,67 დოლარი ; სახელფასოზე - 402,4 ლარი; მიმდინარე ანგარიშზე - 73,43 დოლარი; ხოლო საკრედიტოზე - 42,89 დოლარი ჰქონდა.
რაც შეეხება შემოსავლებს, დეკლარაციის თანახმად, 2016 წლის იანვარი-მაისის პერიოდში ააიპ მართვის აკადემიის“ თავმჯდომარის პოსტზე ჯეჯელავამ 110 402,10 ლარი შეადგინა; ამავე პერიოდში როგორც მოწვეულმა პროფესორმა შემოსავლის სახით, შპს "საქართველოს ბანკის სასწავლო უნივერსიტეტში " 2 625 ლარი; შპს "კავკასიის უნივერსიტეტში" კი 750 ლარი შეადგინა.
განათლების მინისტრს, ქონებრივი დეკლარაციის შევსების მომენტში ჰქონდა 13 000 დოლარის ოდენობის სამომხმარებლო სესხი „თი-ბი-სი“ ბანკში, რომლის გასავალმაც 2016 წლის განმავლობაში 10 263,59 დოლარი შეადგინა; ასევე ამავე ბანკში ჰქონდა 65 000 ლარის ოდენობის იპოთეკური სესხი, რომლის გასავალმაც წინა წელს 27 048,40 ლარი შეადგინა. მის სახელზე იყო ასევე შპს „აი-ბი-ეფ“-ზე გაცემული 13 000 დოლარის ოდენობის სესხი.
დეკლარაციის თანახმად, ჯეჯელავას გასავლებმა ქონების გადასახადის სახით - 1 552 ლარი; მაია ჯეჯელავას სწავლის საფასურის სახით კი 2 350 ლარი შეადგინა.
ალექსანდრე ჯეჯელავას ყავს მეუღლე - ნატალია მუხადგვერდელი და შვილი ელენე ჯეჯელავა. ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, მეუღლე ფლობს 45 კვ. მეტრი ფართობის ბინას ბათუმში. მასვე დეკლარაციის შევსების მომენტში "თი-ბი-სი“ ბანკის ანაბრებზე - 6 723.42 ლარი და 185,17 ევრო; სახელფასოზე - 406,84 ლარი; ხოლო დეპოზიტზე - 1 500 ლარი ჰქონდა.
ნატალია მუხადგვერდელის შემოსავალმა 2016 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, ააიპ „მართვის აკადემიაში“ ადმინისტრაციის უფროსის / დირექტორის თანამდებობაზე 39 325,13 ლარი შეადგინა.