რა ქონებას ფლობს ილია ელოშვილი, რომელიც კახა კალაძემ თავის მოადგილედ წარადგინა

ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი ილია ელოშვილი მუშაობას თბილისის მერის მოადგილის თანამდებობაზე გააგრძელებს. ელოშვილი ამ თანამდებობაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ მერიაში გამართულ ბრიფინგზე წარადგინა.

აღსანიშნავია, რომ მინისტრობამდე ელოშვილი ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის პოსტსაც იკავებდა. ამ თანამდებობაზე მისმა შემოსავალმა 2016 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით 89 374 ლარი შეადგინა.

მიმდინარე წლის 11 იანვარს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, ენერგეტიკის მინისტრი ფლობს 300 კვადრატული მეტრის ფართობის საცხოვრებელ სახლს ყაზბეგში, სოფელ ფხელშეში და ამავე მისამართზე მდებარე 1 500 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთს. მასვე ეკუთვნის მსუბუქი ავტომობილი Toyota Forruner.

დეკლარაციის შევსების მომენტში ილია ელოშვილს „საქართველოს ბანკის“ სახელფასო ანგარიშზე 350 ლარი ჰქონდა. მის სახელზე იყო ასევე „საქართველოს ბანკში“ 17 500 დოლარის ოდენობის იპოთეკური სესხი, რომლის გასავალმაც გასული წლის განმავლობაში 2 076 დოლარი შეადგინა და „თიბისი ბანკში“ არსებული 30 000 ლარის ოდენობის სამომხმარებლო სესხი, რომლის გასავალმაც წინა წელს 9 912 ლარი შეადგინა.

ენერგეტიკის ახალ მინისტრს ილია ელოშვილს ყავს მეუღლე და 2 შვილი.