ოთარ აბესაძეს ბრალს დღეს წარუდგენენ

ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებულ ოთარ აბესაძეს ბრალს დღეს წარუდგენენ.

ამის შესახებ ჟურნალისტებს ოთარ აბესაძის ადვოკატმა ირმა ჭკადუამ განუცხადა, რომელიც სუს-ის შენობაში მისი დაცვის ქვეშ მყოფის სანახავად იმყოფებოდა.

ჭკადუას ინფორმაციით, ოთარ აბესაძე ფსიქოლოგიური სტრესის ქვეშაა, თავს შეუძლოდ გრძნობს, რის გამოც მასთან ხანგრძლივი საუბარი ვერ მოახერხა.

თბილისის მერიის თანამშრომელი ოთარ აბესაძე სუს-მა ქრთამის აღების ბრალდებით დააკავა. სახელმწიფო მას 3 ათასი დოლარის აღებას ედავება.