ტოსკანაში "ღვინის ქალაქი" გაშენდა, რომლის დიზაინის ავტორიც ოსკარის 3-გზის მფლობელია

იტალიაში, ტოსკანას რეგიონში ქალაქ-მუზეუმი World Wine Town-ი გაიხსნა, რომელიც მთლიანად ღვინოებს ეძღვნება. ამის შესახებ ინფორმაცია პროექტის ვებ-გვგერდზე ვრცელდება.

გახსნის ცერემონია 4 ივნისს გაიმართა. მუშაობის პირველ 2 დღეში ღვინის „ქალაქი“ 2 ათასზე მეტმა ადამიანმა მოინახულა. კომპლექსი, რომელიც 1500 კვადრატულ მეტრზეა განთავსებული, ლივორნოს პროვინციის ქალაქ კასტანეტო კარდუჩიში მდებარეობს.

მულტიმედიური მუზეუმის დამთვალიერებლებს შეუძლიათ მეღვინეობის ისტორიას გაეცნონ. მუზუმის დიზაინის ავტორი ოსკარის 3-გზის მფლობელი იტალიელი მხატვარი და კინოდიზაინერი დანტე ფერეტია.

ამასთან, ქალაქის ტერიტორიაზე განთავსებულია ღვინის აკადემია და კულინარიული სკოლა. ოქტომბრიდან კი ახალგაზრდებისთვის დაწესებულება გაიხსნება, სადაც მათ ტოსკანური ღვინის წარმოებას შეასწავლიან. იხილეთ გაგრძელება