დონალდ ტრამპი - რატომ უნდა მოვუხსნა სანქციები რუსეთს თუ სანაცვლოდ არაფერს მივიღებ

დონალდ ტრამპის განცხადებით, ის მთელი ცხოვრება ბიზნესით არის დაკავებული, გარიგებებს დებს და არ ესმის, რატომ უნდა მოუხსნას რუსეთს სანქციები, სანაცვლოდ თუ არაფერს მიიღებს.

„არასოდეს მოვხსნიდი რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს, ვიდრე სირიაში და უკრაინაში არ გაკეთდება რამე ისეთი, რაც დამაკმაყოფილებელი იქნებოდა ჩვენთვის და ყველასთვის. მე კარგი გარიგებები დამიდია, ბევრი ფული გამიკეთებია, ეს ის არის, რითიც დაკავებული ვიყავი მთელი ჩემი ცხოვრება. რატომ უნდა მოვხსნა სანქციები თუ სანაცვლოდ არაფერს მივიღებ?!“ - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

აშშ-მა რუსეთს სანქციები 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ დაუწესა. სანქციები რუსულ ბანკებსა და კომპანიებს, ასევე სახელმწიფო ჩინოსნებს შეეხო.