რა ღირს და რა მონაცემები აქვთ საქართველოში პოპულარულ ელექტრომობილებს

2017 წლის 1 იანვრიდან 28 ივნისის ჩათვლით, საქართველოს მოქალაქეებმა 176 ელექტრომობილი განაბაჟეს, როცა 2016 წელს, ქვეყანაში სულ 33 მათგანის შემოყვანა მოხდა.

სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ ელექტრომობილების მიმართ ინტერესი საკმაოდ გაზრდილია.

აღნიშნული პერიოდის განმავლობაში, ყველაზე დიდ რაოდენობით, NISSAN-ის მარკის ელექტრომობილის შემოყვანა მოხდა. კერძოდ, 2017 წელს საქართველოს მოქალაქეებმა 164, ხოლო 2016 წელს, 24 NISSAN-ი განაბაჟეს.

"საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტის," შალვა ოგბაიძის თქმით, NISSAN-ის ლიდერობა მის ფასსა და ხარისხს შორის შესაბამისობამ განაპირობა.

"2010-2011 წლების NISSAN LEAF-ის შეძენა 5 000$-დან 8 000$-ის ფარგლებში შეგიძლიათ და ამ თანხით მართლაც კარგ, ეკოლგიურ ავტომობილს ვყიდულობთ.

საქართველო, ნელ-ნელა ელექტრომობილების მიმართ კეთილგანწყობილი ქვეყანა ხდება

რასაც სტატისტიკური მონაცემებიც მოწმობს. ამ ტენდენციას ხელი ახალმა რეგულაციებმაც შეუწყო. მაგალითად, აქციზისა და პარკირების გადასახადის გაუქმებამ, ქალაქში ელექტროდამტენების დამონტაჟებამ, რაც კიდევ გაგრძელდება," - განმარტავს შალვა ოგბაიძე.

ელექტრომობილების ფასებსა და მონაცემების შესახებ ჩვენ ავტოიმპორტიორებსაც დავუკავშირდით, რომლებმაც რეკომენდაციები მოგვცეს. ავტოიმპორტიორთა ინფორმაციით, მოქალაქეებს კონკრეტულად NISSAN LEAF-ი შემოყავთ, რომელთა წლოვანებაც 2011-2015 წლებს შორის მერყეობს.

ავტომობილის ფასი, მის მონაცემებსა და გამოშვების წელზეა დამოკიდებული, თუმცა NISSAN LEAF-ს საშუალოდ 8 000$-ად შეიძენთ. რაც შეეხება მონაცემებს, ერთი დამუხტვით ავტომობილი საშუალოდ, 100-140 კილომეტრს გადის, რისთვისაც მას 2-2,50 ლარის ელექტროენერგია ესაჭიროება.

კომპანიებში განმარტავენ, რომ ამ ავტომობილის გამოყენებისას ელექტროენერგიის დაზოგვაც შეგიძლიათ. მაგალითად, დამუხრუჭებისას ავტომობილი ელექტროენერგიის მოხმარების ხარჯს მკვეთრად ამცირებს, კონდიცირებისა და ფარების გამოყენებისას კი ზრდის, რაც გადაადგილების დროს აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ.

2017 წლის იანვრიდან დღემდე, საქართველოში 4 FIAT 500-ი განაბაჟეს. ავტოიმპორტიორთა ინფორმაციით, ყველაზე მოთხოვნადი, 2015 წელს გამოშვებული FIAT-ის ფასი დაახლოებით 7 000$-ია. ერთი დამუხტვისთვის ავტომობილი NISSAN-ის მსგავსად, დაახლოებით 2-დან 2,50 ლარამდე ელექტროენერგიას მოიხმარს, რასაც 100-120 კილომეტრის გასავლელად იყენებს. იხილეთ გაგრძელება